საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
გამოქვეყნდა: 11/04/2025 ავტორი New Idea
დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტუდენტურ ორგანიზაცია „ნიუ აიდეას“ წარმომადგენლებთან. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოდერიძე და სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი დავით ჩახვაშვილი.
შეხვედრის მიზანს სტუდენტური აქტივიზმის ხელშეწყობა და უნივერსიტეტში არსებული პრობლემების განხილვა წარმოადგენდა. პირველ ნაწილში ყურადღება გამახვილდა სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე და იმ გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრას.
შეხვედრის მეორე ეტაპი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი მოსაზრებების და ინტერესების გამოხატვა, ხოლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტთა შეკითხვებს პასუხები გასცეს.

