შოთა გოდერიძე გამოეხმაურა 15 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც მომიტინგეებმა ძალის გამოყენებით უნივერსიტეტში შეჭრა სცადეს.
გამოქვეყნდა: 16/11/2024 ავტორი New Idea
ეს იყო უპასუხისმგებლო და მიუღებელი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის, როგორც განათლების, მშვიდობისა და აკადემიური თავისუფლების სივრცის ფასეულობებს. უნივერსიტეტი არ არის ადგილი პოლიტიკისთვის ან ძალადობრივი ქმედებებისთვის.
მომიტინგეებს მოვუწოდებ, თავიანთი პროტესტი მშვიდად და უნივერსიტეტის გარეთ გამოხატონ, რათა არ შეილახოს იმ სტუდენტების უფლებები, რომლებსაც სწავლა და განვითარება სურთ. მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ უნივერსიტეტის ავტორიტეტს აზიანებს, არამედ საფრთხეს უქმნის იმ ღირებულებებს, რასაც თსუ წარმოადგენს,“ განაცხადა შოთა გოდერიძემ.
გოდერიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტები არ უნდა გახდნენ პოლიტიკურ თამაშებში ჩათრევის მსხვერპლნი და მოუწოდა მათ, დაიცვან უნივერსიტეტის სიწმინდე და საკუთარი განათლების უფლება.
თსუ საქართველოს მთავარი საგანმანათლებლო კერაა, და მისი სიწმინდე ყველამ უნდა დავიცვათ.
არაა სწავლის, ცოდნისა და განათლების ადგილას ქაოსისა და პოლიტიკის ადგილი. ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ თსუ როგორც ადგილი, სადაც სწავლა და განვითარება უპირველესია!
ამას გეუბნებით გულწრფელად: არ მისცეთ თქვენი თავების გამოყენების უფლება იმ ლაჩარ ლიდერებს, რომლებიც ახლა ოფისში სხედან და ძალადობისკენ მოგიწოდებენ! დამიჯერეთ, ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის გიყენებენ, ხოლო თქვენ კი საფრთხეში გაგდებენ.
გახსოვდეთ, რთულია, როცა კანონი არ გიმაგრებთ ზურგს. ასეთ დროს, ვერც ისინი დაგიცავენ და ვერც სხვა. ნუ მისცემთ მათ ძალას, რათა თქვენი მომავალი შეიწირონ იფიქრეთ ამაზე..

