ნიუ აიდეას საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ანა ცხადაძე იმედისა და პოსტივის ჟურნალისტების მიმართ წარმოებულ დისკრედიტაციულ კამპანიას გამოეხმაურა: მისი განცხადებით, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული ფუნდამენტური უფლებებია.

გამოქვეყნდა: 05/11/2024 ავტორი New Idea

ეს არის შერჩევითი სამართალი. დიახ, იმედის და პოსტივის ჟურნალისტები, ოპერატორები გმირები არიან, თქვენს გამო ამ არხის ჟურნალისტებს ფიზიკური, სიტყვიერი და მორალური შეურაცხყოფის ატანა/გადატანა უწევთ. ზოგიერთი მათგანი თქვენს გამო კლინიკაში დაზიანებით მოხვდა. რადგან მედიის წარმომადგენლებს თმენის ვალდებულება აქვთ და ისეთი პასუხის გაცემა არ შეუძლიათ, როგორსაც იმსახურებთ, ამან არ გაგათამამოთ მეგობრებო. ამ ხალხის უკან ოჯახი, მეუღლეები, შეყვარებულები, დედა, მამა, ძმა დგას, რომლებიც პასუხს აუცილებლად გაგცემენ.

პ.ს. აქვე, სიტყვის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება აღიარებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში. ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება, ვისაც სადაც უნდა იქ იმუშავებს, იმ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს. როგორც ამბობთ, თავისუფლებისთვის იბრძვით, მაგრამ ფაქტია იმ ადამიანებს ამუნათებთ, ვინც თქვენთვის მოსაწონ ადგილას არ მუშაობს.

აქვე კიდევ ვიტყვი, თუ რომელიმე ჟურნალისტი მოგაყენებთ შეურაცხყოფას, რომელი არხიც არ უნდა იყოს, საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, ემხრობით თუ არა ტელევიზიის პოლიტიკას, ჟურნალისტთან პირად შეურაცხყოფაზე არ უნდა გადავიდეთ. ყველას ერთი შეხედულება, ერთნაირი აზრი და გემოვნება, თუნდაც პოლიტიკური, ვერ ექნება.